საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთი მთელი ევროპისთვის საშიში გახდა.
„ჩვენ ახალ ეპოქაში შევდივართ“, _ თქვა მაკრონმა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ომი გლობალურ კონფლიქტად გადააქცია, იყენებს რა ჩრდილო კორეელ ჯარისკაცებს და ირანულ სამხედრო ტექნიკას.
მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთი აძლიერებს სამხედრო პოტენციალს და ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ აშშ „არ იქნება ჩვენს მხარეს“.
„ვის სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში გაჩერდება? რუსეთი საშიში გახდა საფრანგეთისა და ევროპისთვის. გზა მშვიდობისკენ ვერ იქნება უკრაინის გარეშე _ მშვიდობა ვერ მიიღწევა უკრაინის კაპიტულაციით. არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში“, _ თქვა მაკორნმა.