,,უმკაცრესად ვგმობ რუსეთის ოკუპაციის დროს ჩადენილ სიმხეცეს იზიუმში,“ – წერს Twitter–ზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
“უმკაცრესად ვგმობ რუსეთის ოკუპაციის დროს ჩადენილ სიმხეცეს უკრაინაში, იზიუმში. დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთ ქმედებებზე. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს მაკრონი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში 450 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.
ავტორი