ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით; გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის; ადგილობრივ თვითმმართველობას და მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელ აქტორებს შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ თემში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, რომელიც ერთი მხრივ, განუხრელად დაიცავს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებას და უპასუხებს მათ საჭიროებს სოფელში მეჩეთის სივრცის არსებობის შესახებ, და მეორე მხრივ, კი ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენას, მშვიდობიან, სოლიდარულ და თანასწორ გარემოში გრძელვადიან თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს.