დაპირისპირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ჯერ კიდევ არ დამთავრებულა _ როგორც ვიუწყებოდით, მუსლიმი თემი სოფელში სალოცავის აშენებას ითხოვს.
როგორც გუშინ შევიტყვეთ, გურიის გუბერნიაში ამ საკითხზე დღეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო, თუმცა ჩანიშნული შეხვედრა არ გაიმართება _ მუსლიმი თემის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ ჩავიდნენ.
ამ ეტაპზე გუბერნიაში მხოლოდ ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა იმყოფება.
“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს“, _ აღნიშნა საუბრის დროს ირაკლი კუჭავამ.