რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საქართველოდან ოჯახების გამოსაკვებად უცხოეთში იძულებით წასული ემიგრანტები დგანან.
ისინი საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერებას, ადამიანების უსამართლოდ დაპატიმრებას აპროტესტებენ.
მათ ბანერებზე გამოსახული სტატისტიკა ასეთია: “ნიდერლანდები – 10 000!“; “საბერძნეთი- 70 000“…
ისინი საპროტესტო აქციაზე უცხოეთში მყოფი იმ ჩვენი თანამემამულეების პოზიცის წარმოადგნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები უხეში დარღვევებით ჩაატარა და საქართველოს ევროპული მომავალი წაართვა.