ცოტა ხნის წინ მსახიობი, ენ ჰეთეუეი, გასართობ შოუში, „The Tonight Show“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მან მოულოდნელი განცხადება გააკეთა:
“ენი დამიძახეთ – ყველას, ყველას გთხოვთ, ენი დამიძახოთ“, – განაცხადა ენიმ და არა ენმა შოუს დასაწყისში, – “მოიცა, შეიძლება, წუთით ჩემს სახელზე ვისაუბროთ?”
როგორც მსახიობი ამბობს, მას სახელი “ენ” სძულს, თუმცა იძულებული იყო, 14 წლის ასაკში ის სასცენო სახელად ექცია.
“როცა 14 წლის ვიყავი, რეკლამაში გადამიღეს და საწევრო ბარათს რომ ავსებდნენ, მკითხეს, რა სახელი გსურსო“, – იხსენებს ენი, – “მე კი ვუპასუხე, აუცილებლად ჩემი სახელი უნდა იყოს, ჩემი სახელი კი ენ ჰეთეუეია. ამიტომ, მეგონა, რომ ეს სწორი არჩევანი იყო, თუმცა მაშინ არ გამიაზრებია, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ხალხი ენ–ს დამიძახებდა“.
მოგვიანებით, ჰეთეუეიმ დასძინა, რომ ყოველდღიურობაში მას არც არავინ ეძახის ენს, რაც ცოტათი გასაკვირია.
“ერთადერთი ადამიანი, ვინც ენს მეძახის, დედაჩემია და ისიც მაშინ, როცა ჩემზე ძალიან გაბრაზებულია“, – ამბობს იგი, – “ამიტომ, როცა ხალხში გავდივარ და ვიღაც ჩემს სახელს იძახის, მგონია, უნდა მიყვირონ“.
იმ შემთხვევაში, თუ “ენი” არ მოგწონთ, ჰეთეუეი რამდენიმე ალტერნატივას გთავაზობთ.
“ზოგი მეძახის მის ჰ–ს, ან ჰეთ–ს, ამიტომ, ენ–ის გარდა, რაც გინდათ, ის დამიძახეთ“.
[sexy_author_bio]