“შვილიშვილს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, 2 თვეა არც მოვფერებივარ”, – აღიშნული განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ს ეთერში გააკეთა.
„ეს თვეები ოჯახისთვის არ მცალია. დიდი ოჯახი მყავს, მაგრამ ერთად ვინც ვცხოვრობთ ბევრი აღარ ვართ. შვილიშვილს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, 2 თვეა არ მოვფერებივარ, ყველა წესს, რაც აუცილებელია, ვიცავთ. ჩემმა შვილიშვილმა იცის რა საქმესაც ვაკეთებ, ის ამაყობს კიდეც, როგორც შეუძლია გვერდით მიდგას“, – თქვა ენდელაძემ.