უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის, ალექსანდრ ხარჩენკოს განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული.
მისივე თქმით, გრძელდება სარემონტო სამუშაოები, თუმცა დღეს და ხვალ მოსალოდნელია ენერგომომარაგების შეზღუდვა.
“ეს იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, რათა ქსელზე დატვირთვა შევამციროთ”,_ განაცხადა ხარჩენკომ.