ოზურგეთში კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
“დღეის მდგომარეობით, აქტიურია ინფიცირების 61 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 10 მკურნალობს სტაციონარში, 51 კი ბინაზე. სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 24233 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24076 პაციენტი, გარდაცვლილია 96”,_ ამბობენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.