CNN-ის ინფორმაციით, პაკისტანმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე გამოაცხადა ენერგიის დაზოგვის ახალი გეგმა.
მთავრობის ბრძანებით, მარკეტები, მაღაზიები საღამოს 9 -ის ნახევრისთვის დაიხურება, ხოლო რესტორნები საღამოს 10 საათისთვის.
პაკისტანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ზომები დაეხმარება ქვეყანას დაზოგოს 62 მილიარდი პაკისტანური რუპია (274 მილიონი დოლარი).
პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ასევე დაავალა ყველა ფედერალურ დეპარტამენტს ენერგიის მოხმარება 30%-ით შეამცირონ.
CNN-ის ცნობით, ქვეყანა მძიმე ენერგეტიკული კრიზისის შუაგულშია და ძლიერ არის დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე.
განცხადება ხდება იმ დროს, როდესაც პაკისტანის სავალუტო რეზერვები შემაშფოთებლად დაბალ დონემდე შემცირდა. დეკემბერში პაკისტანის მთლიანმა ლიკვიდურმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 11,7 მილიარდი დოლარი, რაც გასული წლის დასაწყისის თანხის ნახევარია, ცენტრალური ბანკის მონაცემებით.