გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ჩოხატაურში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კოხნარს,წიფნარს,ზემოხეთსა და მიმდებარე სოფლებს.
ლანჩხუთში – 12:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: გრიგოლეთს,წყალწმინდას,შრომასა და მიმდებარე სოფლებს.
ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.































































