გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ოზურგეთში – 09:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ნაგომარს,დვაბზუს,ლიხაურს,ჭანიეთს,მაკვანეთსა და მიმდებარე სოფლებს.
ლანჩხუთში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: შრომისუბანს,ჩოჩხათს,ჭანჭათს,ქვემო აკეთსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ჟორდანიას,ებრალიძის,კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩოხატაურში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქვენობანს, ბუკნარსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.




























































