პატარა ნიკოლოზი გაფრინდა ანგელოზებთან. ენით აუღწერელი ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში _ პატარა ნიკოლოზ ხაჯიშვილი.
არ ვიცი როგორ განუგეშო ან რა შესაბამისი სიტყვები მოვძებნო, რომ ასეთი, შვილებზე გადაყოლილი დედა განუგეშო. არ იმსახურებდი.
ჩვენ შენთან ვართ, უნდა გაუძლო თამო.
ასეთ დროს მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს _ რატომ ღმერთო? _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, 4 წლის ნიკოლოზი მშობლებთან ერთად ბაბუის დასაფლავებაზე სხვა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მას ტემპერატურა ჰქონდა. ის გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვის დაღუპვის სავარაუდო მიზეზად სეფსისი სახელდება, თუმცა, ეს ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის.
პატარას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
“გურია ნიუსი” უდიდესი მწუხარებით თანაუგრძნობს პატარა ნიკოლოზის მშობლებს, ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.