2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, შიდა პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო გარემო, ევროკომისიის 9 რეკომენდაცია და ოპოზიციის გეგმები -პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იმყოფებიან. საუბარი იქნება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. ენმ-ის ლიდერების თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხის დაყენება.