ენმ-ის ინფორმაციით, აქციიდან სამართალდამცველებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი გაიტაცეს:
“რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს იგი”, _ აცხადებს ენმ.
ცოტა ხანში ლავან ხაბეიშვილმა ფოტო გაავრცელა.
“ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. გავრცელებულ ფოტომასალაზე მას სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება”.