“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს.”
ენმ-ის ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
“პროცესი 3 თებერვალსაა ჩანიშნული, მე 2 დღის წინ დამირეკეს, დამიბარეს, დამატებითი კითხვაც არ გამჩენია, ეს არის მორიგი ცირკი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერც სასამართლოთი და ვერც ვერაფრით, რადგან ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, –განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.