ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის ოფისისდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი.