აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში უარყო რუსეთის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ეკონომიკური სანქციების შემოღება იმ მოტივით, რომ ეს ახლა ხელს შეუშლის დასავლეთს, შეაჩეროს რუსეთის პოტენციური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
“როცა საქმე ეხება სანქციებს, მისი მიზანია რუსეთის აგრესიის შეჩერება. თუ სანქციებს ახლა ავამუშავებთ, დავკარგავთ ამ აგრესიის შეჩერების ეფექტს. “, _ თქვა ბლინკენმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ და ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ, პუტინს გადააფიქრებინონ უკრაინაში შეჭრა და დიპლომატიისთვის კარი ღია დატოვონ.