,,Covid 19-ის გავრცელების რისკის მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“ – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ახლა გამოწვევის წინაშეა, რადგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას შორის ბალანსი უნდა იპოვოს.
ფაუჩის თქმით, ყველა რეგულაციის ერთდროულად გაუქმება გონივრული ნაბიჯი არაა.
,,მთელი მსოფლიო და ამერიკა, განსაკუთრებით კი აშშ-ის რამდენიმე რეგიონი, COVID 19-ის ტყვეობაშია. მათ ნამდვილად სჭირდებათ, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
აშშ ახლა გამოწვევის წინაშეა, რადგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას შორის ბალანსი უნდა იპოვოს. ყველა რეგულაციის ერთდროულად გაუქმება გონივრული ნაბიჯი არაა, თუმცა საჭიროა, დავიწყოთ ამისკენ სწრაფვა,“ – განაცხადა ფაუჩიმ.
[sexy_author_bio]