დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში წითელას 335 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისი განცხადებით, წითელამ შესაძლოა ფილტვების ანთება, სიყრუე, ასევე სხვა დაავადებები გამოიწვიოს და ფატალური შედეგითაც დამთავრდეს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, შარშან წითელამ 3 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
„იანვრის დაწყებიდან გვაქვს 335 წითელას ახალი შემთხვევა ქვეყანაში, რომელთა 90% აუცრელ ადამიანებს დაემართათ. ეპიდაფეთქება, ძირითადად, ლოკალიზებულია და ყველაზე მეტი შემთხვევები გაქვს იმერეთში, სამეგრელოში, თბილისსა და კახეთში.
მთელი შემთხვევების 56% მოდის 20-40 წლის ასაკში მოდის, თუმცა, თუ მას გადავიყვანთ მაჩვენებელში, ყველაზე მეტი მაღალი მაჩვენებელი გაქვს 0-იდან 1 წლის ასაკში ვაქცინაცია კეთდება 1 და 5 წლის ასაკში.
როგორც წესი წითელას საწინააღმდეგო ანტისხეულები გადაეცემა დედიდან შვილს და ბავშვი დაცულია 8-9 თვის ასაკამდე, თუ დედა აცრილი იყო ან გადატანილი ჰქონდა. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ეს ბავშვები არიან არაიმუნური დედებისგან.
ყველას, ამ ასაკის ადამიანებს, ვინც ოჯახი უნდა შექმნას და ბავშვი გააჩინოს, მივიდნენ და გაიკეთონ ვაქცინა“, _ განაცხადა გამყრელიძამ.