ბახმაროში გუშინ ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა, კორონავირუსზე 55 ადამიანი შეამოწმეს.
„ბახმაროში გუშინ ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა. დავტესტეთ ადამიანები, მაგრამ დადებითი შემთხვევა არ ყოფილა“,_ ამბობს ჯიბუტი.
[sexy_author_bio]