ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ გრიპის „ა“ და „ბე“ ტიპის ვირუსის ქვე ტიპებს გართულებები ახასიათებს, შესაბამისად, რისკ ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ.
ინფექციონისტების განმარტებით, მიზანშეწონილია აქამდე ცნობილი რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.
როგორც ისინი ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ე.წ. სეზონურ ვირუსებს, სხვა ვირუსებთან შედარებით, მაღალი ტემპერატურა ახასიათებს. არის რეინფიცირების შემთხვევებიც.