ეპიდკვლევა მიმდინარეობდა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვშიც.
არსებული ინფორმაციით, ოჯახმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში ქორწილი გადაიხადა. ქორწილის შემდეგ კი თბილისელ, ახლო ნათესავ ქალბატონს, რომელიც მედიკოსია, კორონავირუსი დაუდგინდა.
„ექთანია ის პიროვნება. კონტაქტებად ასახელებს ბახვის მცხოვრებლებს. დღეს მოხდა ნიმუშების აღება და ხვალ დღის ბოლოს იქნება შედეგები“,_ ამბობს გურია ნიუსთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.