ოზურგეთში ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„შემცირებულია დადებითი შემთხვევების გამოვლენის ფაქტები. ამ 24 საათის განმავლობაში გვაქვს ინფიცირების 20 შემთხვევა, მაგრამ ბოლო კვირის ახალი შემთვევების დღიური დინამიკა მაინც მზარდია. დადებითი შემთხვევები გადანაწილებულია მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. რაც შეეხება უბნებს, ბოლოს დაგვიდასტურდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა ნატანებში, რომლის ეპიდკვლევაც მიმდინარეობს“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7288 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6439 პაციენტი, გარდაცვლილია 77.