გასული 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 8082 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8006 პაციენტი, გარდაცვლილია 68.