ჩოხატაურში „ხოფას“ ბაზრობასთან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევის კონტაქტების კვლევა დასრულდა და პირველადი ტესტირების პასუხები უარყოფითია, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის, არჩილ მჟავიას თქმით, ამ დროისთვის იზოლაციაში 7 ადამიანი იმყოფება.
„ჩოხატაურის პასუხები მივიღეთ. 15 ტესტი იყო აღებული და ყველას პასუხი უარყოფითია, მაგრამ თვითიზოლაციაში გვყავს გადაყვანილი 7 ადამიანი. ახლო კონტაქტები, რომლებზედაც მეთვალყურეობა არის საჭირო. ტესტირება განმეორდება“,_ ამბობს მჟავია.
ქალბატონს, რომელიც ბათუმიდან ჩოხატაურში ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, ხოფის ბაზრობაზე მუშაობს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ჩავიდა თავისი ოჯახის წევრებთან.