ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, 45 ჩატარებული ტესტიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სოფელ ვან-ზომლეთში გამოვლინდა, შემდეგ საჭამიასერში, ზოტში და ზემო ფარცხმაში.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 384 გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 176 ადამიანი, 202 აქტიური შემთხვევაა, გარდაცვლილია 1.