ჩოხატაურში გუშინ ჩატარებული 9 პსრ ტესტიდან ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაუცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 26 შემთხვევა დადასტურდა.
სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 220 508 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 200 339 ადამიანი, გარდაცვლილია 2352.