ჩოხატაურში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 1124 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, გარდაცვლილია 12 ადამიანი.