ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, 35 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამაღლებაში დაფიქსირდა.
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ასევე შემდეგ სოფლებში: ქვაბღა, დაბლაციხე, გუთური, კოხნარი, ზოტი, დაბა, შუა ფარცხმა, ზემო ფარცხმა, ქვენობანი.
ახლა ინფიცირებულებთან კონტატქში მყოფი პირების კვლევა მიმდინარეობს.