ჩოხატაურში კორონავირუსზე ჩატარებული 35 ტესტიდან ინფიცირების 27 შემთხვევა დადასტურდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ზოტში დაფიქსირდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა ზემო ფარცხმაში, ფარცხმაში, შუა ფარცხმაში, გოგოლესუბანში, ერკეთში, ამაღლებაში, კოხნარში, ჯვარცხმაში, ბუკნარში, გორასა და ჩხაკაურაში.