ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირების შემთხვევები ისევ ზემო ფარცხმაში გამოვლინდა და საქმე ოჯახს წევრებს შორის კორონავირუსის გავრცელებას ეხება.
სულ ზემო ფარცხმაში კორონავირუსით ინფიცირების 2 ოჯახური შემთხვევაა გამოვლენილი. დაინფიცირებულია 12 ადამიანი, მათ შორის სტომატოლოგი და ბავშვები.
ინფიცირების დაფიქსირების შედეგად ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის რამდენიმე კლასი დისტანციური სწავლების მეთოდზე გადავიდა, იზოლაციაში არიან მუზეუმების გაერთიანების ადმინიტრაციის თანამშრომლებიც.