გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1243 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გარდაცვლილია 12, გამოჯანმრთელებული 850 ადამიანი.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მცირედით კლებულობს.
„მცირედი კლების ტენდენცია მიდის. ვნახოთ, შეზღუდვები კიდევ როგორ შედეგს მოგვცემს. თუ მოსახლეობა შეზღუდვებს არ დაარღვევს და დაემორჩილება, შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.