ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეპიდვითარება სტაბილურია. სხვა სოფლებთან შედარებით კი ინფიცირების ახალი შემთხვევევის უმეტესობა ხიდისთავშია დაფიქსირებული.
“ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია. გუშინ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს. ამ წუთში კლინიკაში გვიწევს სამი პაციენტი.
სხვა სოფლებთან შედარებით რამდენიმე შემთხვევით მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული ხიდისთავში”,_ ამბობს ჯიბუტი.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 8110 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8034 პაციენტი, გარდაცვლილია 68.