ოზურგეთში კორონავიუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ძალიან მზარდია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა.
ბახვი, ნატანები, მერია, შემოქმედი- ქუტიძის თქმით, ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემავალი ის სოფლებია, სადაც ინფიცირების შედარებით მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე სხვა სოფლებში.
„არის ძალიან ბევრი ოჯახური კონტაქტები. ერთს რომ დაუდასტურდა და შემდეგ სხვებს გადაედოთ. ზოგი ქორწილში, ზოგი ქელეხში იყო. კორონავირუსი ჩამოსულებსაც აქვთ დადასტურებული. თბილისში რომ ცხოვრობენ, მაგრამ თბილისელები არ არიან და ახლა აქეთ იმყოფებიან”,_ გვითხრა ქუტიძემ.
გასული 24 საათის განმავლობაში, ოზურგეთში ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქუტიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთში ინფიცირების 227 შემთხვევაა აქტიური, საიდანაც 31 პაციენტი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდკლინიკაში მკურნალობს.
კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.
ქუტიძის ინფორმაციით, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
[sexy_author_bio]