ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს.
მათი ცნობით, მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. მას შემდეგ, რაც გასული წლის 19 სექტემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) გარდაიცვალა, მეუფე დიმიტრი ნეკრესის ეპარქიის დროებით მმართველადაც დაინიშნა.