“ოფიციალურმა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვა და კანონით არ მაქვს უფლება, რომ ვიყო პარტიის ლიდერი, მაგრამ ევროპის სახალხო პარტიამ ანგარიში არ გაუწია ივანიშვილი-მარგველაშვილის გადაწყვეტილებას და თავის კონგრესზე მალტაში სიტყვა მომცა, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს”, _ წერს თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი წერს, კონგრესზე ჰქონდა ანტიოლიგარქიული გამოსვლა, რომელსაც არაერთი ქვეყნის მეთაური უსმენდა.
“ქართველი და უკრაინელი ერები არასოდეს შეეგუებიან ოლიგარქებისა და დემოკრატიის მტრების მიერ ჩვენი ქვეყნების ხელში ჩაგდებას”, _ წერს სააკაშვილი.