ოზურგეთის ექადიის ტყე – პარკი დღეს ფაუნით შეივსო.
სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელმა, ამავდროულად გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის პრეზიდენტმა ერმოგენ კომახიძემ ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით და ჩვენი გაერთიანების მხარდაჭერით ექადიის ტყე – პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო.
ათეულობით ციცარმა ბინა მონასტრის ეზოში დაიდო, რომელიც ტყე – პარკის ტერიტორიაზეა.
როგორც ერმოგენ კომახიძემ გვითხრა მისი ბიზნესმენი , ამავდროულად ქველმოქმედი მეგობარი გარემოზე ზრუნვას კვლავაც გააგრძელებს და ექადიის ტყეს ფაუნით გაამდიდრებს.
მამა ნოესთან და ერმოგენ კომახიძესთან ერთად ტყე – პარკის საჭირო ფრინველებით შევსების პროცესში ჩართულები იყვნენ სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილე ვახტანგ მელუა და სპორტული სექციის ხელმძღვანელის მოადგილე ჯუანშერ გორდელაძე.
გარემოზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა! _ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება სოციალურ ქსელში ავრცელებს.


































































