4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ამ ეტაპზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პროფესორი პაატა კუნჭულია დაასახელა.
ვინ იქნება პაატა კუნჭულიას კონკურენტი ამ არჩევნებზე ოფიციალურად 4 სექტემბრისთვის, მერობის კანდიდატების წარდგენის ბოლო დღეს გვეცოდინება.
მანამდე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოზურგეთში კანდიდატის დაყენებას არ აპირებს.
„გახარია საქართველოსთვის“ პრესსამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ამას დაკავშირებით ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. 4 სექტემბრამდე უნდა მოხდეს მერობის კანდიდატების წარდგენა და ერთიანად მოხდება კანდიდატების წარდგენა საზოგადოებისთვის“, _ გვითხრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა გაბადაძემ.
ინფორმაციისთვის, 2014 წელს ოზურგეთში 8 კანდიდატი იყო, 2018 წელს კი 7 კანდიდატი, 2021 წელს 5 ადამიანს სურდა მერობა.


































































