ჟურნალისტი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ ექიმი ლადო ბიბილეიშვილი არ გარდაცვლილა და ის ცოცხალია.
“ლადო ბიბილეიშვილი დათო თარხან–მოურავის და ჩვენი უახლოესი მეგობარია. კი, მისი მდგომარეობა უმძიმესია და ექიმები იმედს ვერ იძლევიან, მაგრამ ლადო ცოცხალია.
ვცდილობთ რაღაცის გაკეთებას. შეიძლება, ვერც ვერაფერი გავაკეთოთ, მაგრამ საინფორმაციო სააგენტოები გარდაცვლილად რომ აცხადებენ, ეს ზნეობრივი არაა. ცოცხალ კაცზე წერდე, რომ გარდაცვლილია, არც ნორმალურია, არც ადამიანური, არც ქრისტიანული“, _ წერს ფეისბუქზე ირმა ინაშვილი.
ინფორმაციისთვის: ექიმი ლადო ბიბილეიშვილი კორონავირუსით არის დაინფიცირებული.