„გურია ნიუსის“ წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, სენაკის სამმართველოს პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. კერძოდ, სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.
წყაროს თქმით, აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ბურსულაია დანიშნეს.
რაც შეეხება ყოფილ უფროსს, ირაკლი ქირიას, იგი ჩხოროწყუში გადაიყვანეს.
ინფორმაცია “გურია ნიუსის”შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.































































