10-12 თებერვალს ქ. რუსთავში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ( 2008 – 2010 წწ დაბადებულთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები და შინ ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს.
პირველი ადგილი: ნიკოლოზ კუტუბიძე 41-კგ, ცოტნე კოჩალიძე 62-კგ;
მეორე ადგილი ერეკლე თავბერიძე 57-კგ, კობა ჯამბერიძე-62-კგ;
მესამე ადგილი: დავით გობრონიძე 48-კგ; მათე დავიდოვი 57-კგ.
ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ ნიკოლოზ კუტუბიძე დასახელდა ( მწვრთნელი კახაბერ აბაშიძე) სპორტული შეჯიბრისთვის ოზურგეთელი მოჭიდავეები მწრთვნელებმა : ძმებმა ზურაბიანებმა, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ და ფრიდონ ანაშიძეებმა, იაგო ბოკუჩავავამ, გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.
ავტორი