დღეიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
არაერთი აბიტურიენტი წარმატებების შედეგებს აქვეყნებს.
ექვსი ახალგაზრდა, რომლებიც ერთ პედაგოგთან გადიოდნენ დამატებით სწავლებას წარმატებულად ჩააბარეს პირველი გამოცდა.
ნია ურუშაძე (ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა), ნანუკა გაბედავა (ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა), ნია დარჩია (წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა), ნინო მჟავანაძე (ოზურგეთის მეოთხე სკოლა) – ოთხივე მათგანმა 58-58 ქულა მიიღეს.
53 ქულა მიიღო შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლია ცეცხლაძემ
52-52 ქულა – ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნონა მოლარიშვილმა.
ავტორი