ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ამერიკის საელჩოს მიმართულებით, ორი რაკეტა გაუშვეს. მათგან ერთი ამერიკელმა სამხედროებმა ანტისარაკეტო აღჭურვილობით – C-RAM-ით გააუვნებელყვეს, მეორე კი, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავარდა – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საელჩო ერაყის დედაქალაქის დაცულ მწვანე ზონაში მდებარეობს. რაკეტა, რომელმაც საელჩოს ტერიტორია გაუშვეს, მწვანე ზონის მახლობლად დიდ სადღესასწაულო მოედანთან ჩამოვარდა და ორი სამოქალაქო მანქანა დააზიანა.
Fox News-ი თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე რაკეტა Union III-ის ბაზის ჩრდილოეთით დაეშვა, სადაც აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის შტაბ-ბინისა და ერაყის სამთავრობო ძალებს შორისაა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ეწინააღმდეგებიან.
რაკეტის გაშვებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
[sexy_author_bio]