მორიგი ტერაქტი ერაყში. ბაღდადის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 16 და დაშავებულია 65 ადამიანი. ინფორმაციას ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით BBC -ი ავრცელებს.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.