თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო ევროპას რთული ზამთარი ელის. ამის შესახებ BBC წერს.
_ ახლა მთელი ევროპა სვამს კითხვას: „როგორ ჩაივლის ეს ზამთარი?”
ზამთრისთვის მზადება დავასრულეთ, მზად ვართ ამისთვის. ენერგორესურსების პრობლემა არ შეგვექმნება. მზად ვართ ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. ახლა ვმუშაობთ ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებაზე“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ანკარა წამყვან როლს თამაშობს უკრაინის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში შუამავლობით.
ავტორი