ერევანში საქართველოს ელჩის ავტომობილი გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს, რომელიც ელჩს ემსახურება, სარკეები მოპარეს.
The News.am-ის ინფორმაციით, სომხეთის პოლიციამ ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში, საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებული 22 წლის მამაკაცია.