ერევანში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიუხედავად საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აღარ შედგება საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანის შეხვედრა.
როგორც ცნობილია, ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა „ხავერდოვანი სახალხო რევოლუციის“ გამარჯვების განმტკიცებისკენ მოუწოდა.
ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა კარენ კარაპეტიანის მიმართვას სომხეთის პრეზიდენტისადმი, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე.
როგორც ფაშინიანი აცხადებს, სანამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ასრულებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია და მას ბოიკოტს გამოუცხადებენ საარჩევნო უბნების ბლოკირებით, რათა არ დაუშვან „რესპუბლიკური პარტიის“ აღორძინება.