“ქართუს” საჩუქარი ჩოხატაურს _ ერისთავების სასახლის შემდეგ, “ქართუს” დაფინანსებით სასახლის ირგვლივ გაშენებული ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას დააფინანსებს.
ამის შესახებ “გურია ნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ განუცხადა.
ერისთავების სასახლის და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა. უფრო მეტიც, ამ უნიკალური და წლების მანძილზე ყველასგან მივიწყებული ადგილის შესახებ, 2015 წელს, ბიძინა ივანიშვილსაც ვუამბეთ. აღდგენასთან დაკავშირებით ჩოხატაურელების სურვილიც გადავეცით და პრობლემის მოგვარების პირობაც მივიღეთ.