თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვართა კავშირის საშობაო-საახალწლო გამოფენა გაიხსნა. საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის, გურამ ცერცვაძის თქმით, გამოფენაზე 75 მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი.
“წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის, სხვადახვა ჟანრში მოღვაწე ხელოვანი ადამიანების ნამუშევრები. ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად მონაწილეობენ ღვაწლმოსილი, ცნობილი ხელოვანი ადამიანები. ეს ხელს უწყობს თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებას და მნიშვნალევანია ქართული მხატვრობის წინსვლისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ეხება შობას, არის რელიგიურ თემაზე , თუმცა არის სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებიც”, _ამბობს ცერცვაძე. რაც შეეხება გამოფენას ის 13 იანვრამდე გაგრძელდება.







































































